Logo

პრემიერ-მინისტრი სოფელ აბანოში

13 სექტემბერი 2014

‘’2013 წელს გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში სარწყავი წყლის მიწოდების პრობლემა მოუგვარდა 39 სოფელს, აშენდა 20-მდე ამბულატორია, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საავტომობილო გზებს,სწავლა დაუფინანსდა ამ რეგიონში მცხოვრებ 470 სტუდენტს, რისთვისაც სახელმწიფომ 900 000 ლარი გამოყო. 2014 წლის მარტში დაიწყო სოფლების გაზიფიცირების პროექტი და წლის ბოლომდე 62 დასახლებული პუნქტი იქნება უზრუნველყოფილი,’’- განაცხადა პრემიერმა. პრემიერმა ადგილობრივებს სოფლის მეურნეობაში მიმდინარე სიახლეები პირადად გააცნო. მისი ინფორმაციით, სახელმწიფომ დაიწყო ძალაინ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება გლეხების დასახმარებლად. ‘’ჩვენ დავიწყეთ აგროდაზღვევა, რაც გლეხებს სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფების მიერ მიყენებულ ზარალს შეუმცირებს. წელს პირველად ფერმერებს საშუალება მიეცათ დააზღვიონ საკუთარი მოსავალი სეტყვის, ჭარბი ნალექის, ქარიშხლისა და საშემოდგომო ყინვის შემთხვევაში. რაც მთავარია, ისინი შეძლებენ სტიქიის ზიანის მიღების შემთხვევაში, მიიღონ შესაბამისი ანაზღაურება სადაზღვეო კომპანიებისგან.გარდა ამისა, წელს პირველად დაიწყო ვაშლის სუბსიდირება. ეს არის უპრეცენდენტო პროგრამა, სახელმწიფო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 8 თეთრის სუბსიდიას გასცემს. ამ პროგრამისთვის 3 მილიონი ლარია გამოყოფილი. ეს პროექტი გლეხებს დაეხმარება მოგება მიიღონ ისეთი პროდუქტებისგან, რომლის გაყიდვასაც ადრე ვერ ახერხებდნენ,’’- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე სოფელ აბანოს ახალი სკოლა დაათვალიერეს და პედაგოგებს და მშობლებს გაესაუბრნენ. ‘’ახალი სასწავლო წლის დაწყება წელს თქვენთვის განსაკუთებულია. თქვენ ახალ სკოლაში იწყებთ სასწავლო წელს, რაც ძალიან სასიხარულოა. სკოლის აშენებით დიდი პრობლემა გადაიჭრა. მიხარია, რომ დღეს ბავშვები არიან ბედნიერები, პედაგოგები კი მოტივირებულები. ჩვენთვის მთავარია ყველა ბავშვს მიეცეს სათანადო განათლება.თუ არ გვეყოლება განათლებული მომავალი თაობა, ჩვენი ქვეყანა ვერ განვითარდება,’’-განუცხადა პრემიერმა სკოლის ეზოში შეკრებილ პედაგოგებსა და აღსაზრდელებს. მისივე თქმით, სკოლები ახალ სასწავლო წელს მთელი რიგი სიახლეებით ხვდებიან. ‘’ წელს ბავშვები ისევ უფასოდ მიიღებენ სახელმძღვანელოებს, ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლის ხელფასი, სკოლაში იმუშავებს ექიმის კაბინეტი. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ვიწყებთ სერიოზულ მუშაობას მასწავლებლების პროფესიული განვითარების კუთხით. თქვენი სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.აღარავის ექნება გადაადგილების პრობლემა და ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ ვმუშაობთ, ახალი სკოლების მშენებლობაზე,ვმუშაობთ იმაზე,რომ ეკონომიკა გაუმჯობესდეს, სოფლის მეურნეობა განვითარდეს.ეს არის ჩემი საზრუნავი, ამაზე ვფიქრობთ 24 საათის განმავლობაში,’’ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.