Logo

სოფელ ძევერაში დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი სახლები გადაეცათ

05 ოქტომბერი 2023

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში, დევნილი ოჯახებისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახლები აშენდა.
 
იძულებით გადაადგილებულ 10 ოჯახს ახალი სახლების გასაღები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორთან ზურაბ უტიაშვილთან ერთად გადასცა.
 
საოკუპაციო ხაზთან სიახლოვეს მდებარე სოფელ ძევერაში დევნილი ოჯახებისთვის სახლები გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში აშენდა და სრულად გარემონტდა. საცხოვრებელი სახლების გარდა, თითოეულ ოჯახს 1700 კვმ. სასოფლო სამეურნეო მიწის ფართიც გადაეცათ. ასევე, მუნიციპალიტეტის ჩართულობით, იგეგმება მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც.
 
აღსანიშნავია, რომ ხუთ და მეტ სულიან დევნილ ოჯახებს 9 ოქტომბრის ჩათვლით, კვლავ აქვთ შესაძლებლობა სოფელ ძევერაში სახლის მიღების მოთხოვნით განაცხადი გააკეთონ.