Logo

კასპელ წარმატებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ

04 ოქტომბერი 2023

 
კასპელ მოსწავლეებს, რომლებმაც ზოგადი განათლების საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს, საჩუქრად კომპიუტერები გადაეცათ.
 
კომპიუტერები მოსწავლეებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ აბიკო აბესაძემ, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა და კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნათია ილურიძემ გადასცეს.
 
რწმუნებულის მოადგილემ წარმატებულ ახალგაზრდებს მიულოცა და წარმატებები უსურვა. ,,მინდა თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მიხარია, რომ მომეცა თქვენთან შეხვედრისა და პირადად მოლოცვის შესაძლებლობა. ვთვლი, რომ სწორედ თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი, სწორედ ახლა იწყება თქვენი გრძელი გზა წარმატებებისკენ, სადაც, რა თქმა უნდა, გამოწვევებიც იქნება, თუმცა თქვენი მოტივაცია და სწავლისადმი სიყვარული მიზნამდე აუცილებლად მიგიყვანთ. გილოცავთ კიდევ ერთხელ და წარმატებებს გისურვებთ.“- აღნიშნა აბიკო აბესაძემ.
 
მიმდინარე წელს კომპიუტერი კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 50 მოსწავლეს გადაეცა. წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები სახელმწიფო პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში გადაეცათ, რომლის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების გაძლიერება.