Logo

ჩინელები გორში

16 სექტემბერი 2014

,,ჩინეთის დელეგაცია საქართველოში 15 სექტემბერს ესტუმრა. მიმდინარე ვიზიტის მიზანს ,,აბრეშუმის გზის’’ ქვეყნების ეკონომიკური სარტყელის განვითარება წარმოადგენს. აღნიშნული მასშტაბური პროექტი, რომელიც პოლიტიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო კავშირების, სავალუტო ბრუნვისა და ხალხთა მეგობრობის გაძლიერებას ისახავს მიზნად, ჩინეთის მთავრობას ეკუთვნის.’’- აღნიშნა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა.