სამუშაო შეხვედრას სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ბოხაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თემურ ხუბულური, ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი, ასევე, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქარელის მუნიციპალიტეტში მომდევნო თვეებში სრულად აიზომება ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლები. პროექტით სარგებლობა არის სრულიად უფასო. შეიქმნება ერთიანი ზუსტი კადასტრული და სამართლებრივი სურათი (რუკა). ასევე, განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი.
მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.