ახალმა სახელმწიფო რწმუნებულმა პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს პოსტი ახალი გამოწვევა და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. ,,ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა, როგორც რეგიონის ხელმძღვანელობა, ისე ზოგადად, პოლიტიკა. იმედი მაქვს, რომ გავამართლებ მოსახლეობის, ჩვენი გუნდისა და პრემიერის იმედებს.“ - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.
როგორც ნიკა ტყემალაძემ აღნიშნა, ლევან ხარაბაძე გამორჩეული უნარების მქონე მაღალი კვალიფიკაციის საჯარო მოხელეა. ასევე, არის კარგი მენეჯერი, რაც იქნება წინაპირობა იმისა, რომ წარმატებებს მოუტანს შიდა ქართლის რეგიონს. მოსახლეობა აუცილებლად იგრძნობს მის მიერ განხორციელებულ ბევრ სიკეთეს.