16 სექტემბერი 2014
კერძოდ, განიხილეს მყარი ნარჩენების მართვის კუთხით რეგიონებში არსებული ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის სანაპიროსა და, ზოგადად - ტურისტული რეგიონების დასუფთავებისთვის საჭირო ტექნიკისა და აღჭურვილობის რაოდენობაზე, მის შევსებასა და განახლებაზე. გუბერნატორების განცხადებით, წელს საკურორტო ზონებში დამსვენებლების რიცხვი 200%-ით იყო გაზრდილი, რასაც ადგილებზე ნარჩენების გასატანად საჭირო ტექნიკისა და მუშახელის სრული მობილიზაცია დასჭირდა. ამის გათვლისწინებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით, უკვე დაიწყება შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რათა მომავალი, 2015 წლის საკურორტო სეზონს რეგიონები წლევანდელზე გაცილებით უკეთ მომზადებულები შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, ახლადშექმნილი მუნიციპალიტეტებისთვის საჭირო ადმინისტრაციული შენობების მოწესრიგებას, აღჭურვასა და მოწყობას. გარკვეულ ტექნიკურ დახმარებას, ამ კუთხით, სახელმწიფოს ორგანიზაცია GIZ გაუწევს.