Logo

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მორიგი სამუშაო შეხვედრა კასპის მუნიციპალიტეტში გამართა

26 მარტი 2024

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე ამჯერად კასპის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ის საკითხები, რაც მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტულია. ასევე, ხაზი გაესვა სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას.
 
შეხვედრაზე კასპის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები განიხილეს. ასევე, ყურადღება გამახვილდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობაზე და მათ საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებაზე.