შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა ხაშურის მუნიციპალიტეტში, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, თენგიზ ჩიტიაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი, მერიის სამსახურების ხელმძღვანელები და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განხილულ თემებს შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ როგორც სოციალურ, ისე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ასევე, იმსჯელეს ხაშურის მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმაზე და პრიორიტეტულ საკითხებზე. რეგიონის რწმუნებულის თქმით, ერთობლივი მუშაობა და მსგავსი სახის შეხვედრები ხელს შეუწყობს მოსახლეობის საჭიროებების გამოკვეთას და ასევე, მოგვარების გზების მოძიებას.