დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს, ის პროგრამები და პროექტები გააცნეს, რაც მათი განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით ხორციელდება. რეგიონის რწმუნებულმა კი იმ ინფრსტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე ისაუბრა, რაც დევნილების პირობების გაუმჯობესების მიზნით რეგიონში მიმდინარეობს.