17 სექტემბერი 2014
საუბარი ძირითადად ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სკოლებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს შეეხო, ასევე ისაუბრეს დევნილთა ჩასახლებებში არსებულ პრობლემებზე და იქ მიმდინარე პროექტებზე. ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს ძირითადად გაზიფიცირების კუთხით, ჩასახლებებში შენდება აბანოები, დაგეგმილია სველი წერტილებისა და სხვა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. იმ საზღვრისპირა სოფლებში, სადაც სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა არსებობს, მიმდინარეობს სამუშაოები და ეს პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება. შეხვედრა შიდა ქართლის გუბერნიასთან და გორის მუნიციპალიტეტთან კოორდინაციით ჩატარდა.