Logo

ლევან ხარაბაძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

05 აპრილი 2024

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისის უფროსს ჯესიკა როტმანსა და მის მოადგილეს მარჩინ კურასს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი და სადამკვირვებლო მისიის ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა. ჯესიკა როტმანმა სახელმწიფო რწმუნებულს მისიის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო შიდა ქართლის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. გარდა ამისა, მხარეებმა არსებული გამოწვევების ერთობლივი გადაჭრის გზების გამონახვის შესაძლებლობზეც იმსჯელეს. ლევან ხარაბაძემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომაგენლებს იმ გაწეული საქმიანობისთვის, რასაც შიდა ქართლის რეგიონში ყოვედღიურად ახორცელებენ.
 
შეხვედრის ბოლოს მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ და ასევე, განიხილეს ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობები.