Logo

გორის სპორტის სასახლეში პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება გაიმართა.

18 აპრილი 2024

ღონისძიებას შიდა ქართლოს სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი დაესწრო. ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სპორტსმენებთან ერთად, საპატიო სტუმრის სტატუსით საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შერაზ გასრი დაესწრო.
 
ღონისძიების ფარგლებში სპორტის სასახლის ეზოში ცნობილი გორელი სპორტსმენების მონაწილეობით მასტერკლასები შემდეგ ოლიმპიურ სახეობებში მოეწყო: ძიუდო, თავისუფალ ჭიდაობა, კრივი, ძალოსნობა, კალათბურთი და ფეხბურთში.
 
მასტერკლასებთან ერთად, პატარა სპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს ვიქტორინაში ოლიმპიური თამაშების შესახებ. გამარჯვებულებს კი სპორტული ინვენტარი და წიგნები გადაეცათ. მაისურები, ბლოკნოტები და კალმები გამარჯვებულებს საფრანგეთის ელჩმაც გადასცა.
სპორტული ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით 2024 წლის ზაფხულში პარიზის ოლიმპიური თამაშების პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა.
 
გორელი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე 1972 წლიდან მონაწილეობენ.
 
დღემდე მათ სახელზე 3 ოქროს, 6 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალია.
 
2024 წლის ოლიმპიადის საგზური ამ დროისათვის 2 გორელ სპორტსმენს აქვს მიღებული.