22 აპრილი 2024
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა და მიმდინარე საკითხები განიხილა. შეხვედრას, ასევე, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი და ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ქეთევან ციმაკურიძე დაესწრნენ.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა განიხილეს, ასევე საუბარი შეეხო რეგიონში დაგეგმილ ღონისძიებებს. მერების თქმით, სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და პროექტები დათქმულ ვადებში დასრულდება.
როგორც რეგიონის რწმუნებულმა შეხვედრაზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია, თითოეული განხორციელებული და დაგეგმილი პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე იყოს მორგებული, მსგავსი სახის სამუშაო შეხვედრები და კოორდინირებული მუშაობა კი საკითხების დროული გადაჭრის შესაძლებლობას იძლევა.