Logo

ლევან ხარაბაძე ოკამში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

23 აპრილი 2024

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე რწმუნებულის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან, კასპისა და გორის მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი სოსიაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრისას ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეკრებილებს ის პროექტები და გეგმები გააცნეს, რისი განხორციელებაც კასპის მუნიციპალიტეტში უახლოეს პერიოდში იგეგმება. გარდა ამისა, მოისმინეს მოსახლეობის ის საჭიროებები და ინიციატივები, რაც სოფლის მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია.
 
ამჟამად, სოფელ ოკამში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 2 500 000 ლარს შეადგენს. შენობა სრულიად თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი იქნება, მოეწყობა ეზო და განთავსდება ატრაქციონები. საბავშვო ბაღი 75 ბავშვზეა გათვლილი. ახალი საბავშვო ბაღის გახსნა შემოდგომით იგეგმება.