19 სექტემბერი 2014
19 სექტემბერს შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელ გიორგი გურასპაშვილთან ერთად ქვიშხეთში მიმდინარე სამუშაოები მოინახულა. ამ ეტაპზე აქტიურ ფაზაშია მდინარე შოლაზე ხიდის მშენებლობა. ასევე იგეგმება ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, სანიაღვრე არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების აღდგენითი სამუშაოები.