Logo

შიდა ქართლში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა

17 მაისი 2024

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით, საქართველოს ქალაქებში სახალხლო მსვლელობა მოეწყო
 
გორში მაცხოვრის აღდგომის მშენებარე საკათედრო ტაძარში გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ პარაკლისი აღავლინა, რის შემდეგაც შეკრებილი მოსახლეობა ღვთიშობლის სახელობის ტაძრის მიმართულებით მსვლელობას შეუერთდა.
 
საზეიმო მსვლელობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, რწმუნებულის მოადგილეები, გორის მუნიციპალიტეტია მერი ვკადიმერ ხინჩეგაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ.
 
"უკვე რამოდენიმე წელია რაც საქართველოში პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ოჯახის სიწმინდის დღეს აღვნიშნავთ. მინდა დღევანდელი დღე მივულოცო სრულდ საქართველოს. ეს უდიდესი ფასეულობაა თითოეულო ჩვენგანისთვის და ტრადიცებს, რა თქმა უნდა, დაცვა და მოფრთხილება სჭირდება. ამ დღესთან დაკავშირებით გორში საზეიმო მსვლელობა მოეწყო, რომელსაც მოსახლეობა ჩვენი რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან შემოუერთდა." - აღნიშნა რწმუნებულმა.
 
გორში გამართულ მსვლელობას მოქალაქეები შიდა ქართლის რეგიონის ქალაქებიდანაც შეუერთდნენ.