Logo

გორში სპორტული და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს

06 ივლისი 2024

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე რწმუნებულის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან, გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ გორში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ამჟამად, ქალაქის რამდენიმე უბანში სპორტული და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს. კერძოდ, შინდისის გზატკეცილზე მდებარე სკვერს სრული რეაბილიტაცია უტარდება. ასევე, სრული რეაბილიტაცია უტარდება კომბინატის დასახლებაში მდებარე ჩოგბურთის კორტებს. სამუშაოების დასრულება სექტემბრისთვის იგეგმება. გარდა ამისა, ახალბაღის პარკის მიმდებარედ გურამიშვილის ქუჩაზე ახალი ბულვარისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს. ჯამში, სამივე პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
განახლებული სივრცეები საგრძნობლად გააუმჯობესებს ქალაქის იერსახეს.