Logo

შიდა ქართლში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიის შესახებ განხილვა მოეწყო

29 ივნისი 2024

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიისა და მისი 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ საჯარო განხილვა მოეწყო.
შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი დაესწრო. აღნიშნული სტრატეგიის შესახებ პრეზენტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარებისა და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი დიდიძემ წარადგინა. შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა მაღალმთიანი დასახლებების მდგრად განვითარებაზე, ასევე, ადგილობრივ მცხოვრებთა სოციალურ მხარდაჭერასა და სერვისების ხელმისაწვდომობაზე. გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სტრატეგიის მიზნების, ამოცანებისა და ამოცანების შესაბამისად გაწერილი აქტივობების შესახებაც, რომლებიც განსაზღვრულია სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პროექტების ფარგლებში.
სტრატეგიის უმოკლეს ვადებში დამტკიცების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე დაიწყო რეგიონებში გასვლა და კონსულტაციების გამართვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები და მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლების რწმუნებულები.
,,საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია 2024-2030”-ის მაკოორდინირებელ უწყებად განსაზღვრულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. დოკუმენტების დამტკიცებამდე, სავალდებულოა მათი საჯაროდ განხილვა და შესაბამისი უკუკავშირი.