შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეკრებილებმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა განიხილეს, ასევე, იმსჯელეს რეგიონში დაგეგმილ პროექტებსა და ღონისძებების შესახებ. გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებსაც, რომელიც მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მიმდინარეობს.