ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში ცენტრალური სტადიონის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი გაეცნენ. პირველ ეტაპზე პროექტი დაზიანებული ტრიბუნების დემონტაჟისა და დამცავი კედლის მოწყობის, სადრენაჟე სისტემის მოწყობისა და გასახდელების რეაბილიტაციის სამუშაოებს ითვალისწინებს.