Logo

ლევან ხარაბაძე გორში ვეტერანებთან გამართულ შეხვედრას დაესწრო

10 ოქტომბერი 2024

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, სამსახურის შექმნის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, რეგიონებში ვეტერანებთან შეხვედრებს განაგრძობს. მორიგი შეხვედრა გორში გამართა და შიდა ქართლში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს, სამსახურის მუშაობის 10 წლიანი ანგარიში წარუდგინა. ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და რწმუნებულის მოადგილე თემურ ხუბულური დაესწრნენ. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე დასამსახურის წარმომადგენელი შიდა ქართლის რეგიონში, ზვიად საბაშვილი.


კობა კობალაძემ ვეტერანებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ყველა იმ პროექტისა და ინიციატივის შესახებ, რაც სამსახურის ბენეფიციართა წინაშე, სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად, სამსახურისა და სახელმწიფო ინსტიტუციების ერთობლივი ძალისხმევით და ასევე, ბიზნესსექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ხორციელდება. შეხვედრაზე შეკრებილმა ვეტერანებმა მათთვის საინტერესო შეკითვები დასვეს და ასევე, პრიორიტეტული საკითხებიც გააჟღერეს.