2024-2025 წლის სასკოლო სპორტის პროგრამების განხილვის მიზნით შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც ადმინიასტრაციის აპარატის ხელმძღვანელი ქეთევან ციმაკურიძე, ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კონსტანტინე ამირაჯიბი, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული თამაშების შესახებ ისაუბრეს, რომელიც 26 სექტემბერს დაიწყება. როგორც აღინიშნა, ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციასთან რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურები და მუნიციპალიტეტის სკოლები აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას.