Logo

სიმონ გულედანმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

16 სექტემბერი 2024

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან თამაზ შიოშვილთან ერთად გორის მე-2 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა და მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
 
,,გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებით კი მინდა მივულოცო იმ პატარებს, რომლებმაც წელს პირველად შემოაღეს სკოლის კარი და სრულიად ახალ ცხოვრებას იწყებენ. ასევე გულითადად მოგილოცავთ თითოეულ მოსწავლესა და პედაგოგს, გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ წელს. განათლების ხელშეწყობა და ხელმისაწვდომობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის ჩვენი ქვეყნის ძლიერი მომავლისთვის. თქვენი მთავარი მისია კი კარგი განათლების მიღებაა, რომლის შესაძლებლობასაც თქვენი სკოლა ნამდვილად იძლევა. უკეთესი მომავალი ერთად უნდა შევქმნათ, რაც განათლებისა და პროფესიონალიზმის გარეშე თითქმის შეუძლებელია. კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ახალ სასწავლო წელს, გისურვებთ წარმატებებსა და ბედნიერ მომავალს.“- აღნიშნა სიმონ გულედანმა.
 
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლის ეზოში მცირე ღონისძიებაც მოეწყო, რომელსაც მოსწავლეებთან და პედაგოგოებთან ერთად რწმუნებულის მოადგილეც დაესწრო.