22 სექტემბერი 2014
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა, ევროკავშირის დაფინანსებით, შიდა ქართლში გამყოფი ხაზის ტერიტორიაზე მდებარე სოფლების მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით განახორციელა ზამთრის სამზადისისათვის საჭირო ღონისძიებები. ერთ–ერთი მთავარი პროექტი , რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის შესრულებით განხორციელდა, გულისხმობდა თემისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, კერძოდ, დვანის საბავშვო ბაღის აღდგენას; წყლის ჭების რეზერვუარებისა და სასმელი წყლების მოწოდების სისტემების დამონტაჟებას კასპის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში. ობიექტები შეირჩა ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის მიერ, დროებითი სამთავრობო კომისიის დასტურით და მავთულხლართების აღმართვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვის მიზნით. დვანის საბავშვო ბაღი 1988 წელს აშენდა და მას შემდეგ იქ სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. შენობაში არსებული მძიმე მდგომარეობა საფრთხეს უქმნიდა ბავშვების ჯანმრთელობას. საბავშვო ბაღი განსაკუთრებით დაზიანდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. ბაღის სრული რეაბილიტაცია ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და 90 000 ევროზე მეტი დაიხარჯა.