Logo

გორში მტკვრის სანაპიროზე ახალი ბულვარი მოეწყო

03 სექტემბერი 2024

გორში გურამიშვილის ქუჩაზე ახალი ბულვარის გახსნის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი ადგილობრვი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ახალი დასასვენებელი სივრცე, რომელიც 4442 კვმ. -ზეა მოწყობილი, ძველი ხიდიდან „ახალბაღის“ პარკამდე მისასვლელ სივრცეს მოიცავს. პროექტის ფარგლებში მოეწყო გარეგანათება, სარწყავი და სანიაღვრე სისტემები, ტროტუარები, ველობილიკები, გამწვანების ზოლი, ბეტონის დეკორატიული ფერადი ფილები, სკამები და ურნები.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.