Logo

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

01 ოქტომბერი 2024

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან სიმონ გულედანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით გორში, ჯორბენაძის ქუჩისა და სოფელ ფლავში შიდა გზების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ჯორბენაძის ქუჩის სიგრძე 400 მ-ია, სადაც დაიგება ასფალტის საფარი და ასევე, მოეწყობა საფეხმავლოები. სოფელ ფლავში კი 2 კმ-მდე გზის მოწყობა მიმდინარეობს, რაც ასფალტის დაგებასა და სანიაღვრე სისტემის მოწყობას ითვალისწინებს. ორივე პროექტის ჯამური ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა კომფორტული და უსაფრთხო ინფრასტრუქტურით შეძლებს სარგებლობას.