22 მაისი 2013
და თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალებას უზღუდავენ. ანდრო ბარნოვის თქმით, დღევანდელი აქციის მონაწილეებზეც იყო ზეწოლა კასპის პოლიციის მხრიდან. გუბერნატორის განცხადებით დღევანდელი აქცია იყო კასპის მოსახლეობის პროტესტი და ამ პროტესტის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებელია. ,,მოსახლეობის პროტესტს ნაციონალური მოძრაობა არ იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის და ,,ქართულ ოცნებასაც“ იგივეს მოვუწოდებ. ახალ ხელისუფლებას კი მივმართავ, რომ მისცენ ხალხს აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება და შეწყვიტონ ზეწოლა მათზე,“ განაცხადა დღის ბოლოს ანდრო ბარნოვმა ჟურნალისტებთან. ცნობისათვის, დღეს კასპის მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის გამგეობასთან აქცია გამართა გამგებლის ოლეგ იაძისგან მოსახლეობისთვის ბოდიშის მოხდისა და გადადგომის მოთხოვნით.