Logo

ტრენინგი მოსავლის აღების შემდგომი დამუშავებისა და სამაცივრო ტექნოლოგიების საკითხებში

23 სექტემბერი 2014

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი წარმოადგენს ხუთწლიან პროგრამას, რომლის ბიუჯეტი შეადგენს $19.5 მილიონს. პროგრამის მიზანია სოფლად შემოსავლების ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა, აგრობიზნესში ინვესტიციების მოზიდვა და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა. კერძოდ, გათვალისწინებულია მექანიზაციისა და ფერმერთა მომსახურების ცენტრების, სასაწყობო მეურნეობის, დამახარისხებელი, მცირე და საშუალო ზომის გადამამუშავებელი საწარმოების დახმარება, რის შედეგადაც ამაღლდება სოფლის მეურნეობის დარგში არსებული მომსახურების ხარისხი.პროექტი ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების მოზიდვას, შეამცირებს სოფლად მცირე და საშუალო საწარმოებისა და მეწარმეთათვის არსებულ რისკ-ფაქტორებს, გააძლიერებს მდგრად კომერციულ კავშირებს მომსახურების ცენტრებს, მწარმოებლებს, სასაწყობე საწარმოებსა და ადგილობრივ ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის. დღევანდელი მდგომარეობით, პროექტის ფარგლებში, USAID-ს მიერ დამტკიცებულია 32 პროექტი (14 მცირე და საშუალო ზომის გადამამუშავებელი საწარმო, 13 ფერმერთა და მექანიზაციის მომსახურების ცენტრი, 4 პირველადი წარმოება და 1 ინფორმაციისა და სერვისის მომწოდებელი), ამ 32 გრანტის საერთო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 3, 8 აშშ დოლარს და თანამონაწილეობა კერძო სექტორიდან შეადგენს დაახლოებით 11.3 აშშ დოლარს.