„წელს 31 წელი გავიდა აფხაზეთის დაცემიდან. დღევანდელი დღე ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. მოუშუშებელი იარაა ომში დაღუპული თითოეული ჯარისკაცი თუ მშვიდობიანი მოქალაქე, ათასობით ქართველმა კი აფხაზეთი იძულებით დატოვა და დევნილად იქცა. მნიშვენლოვანია თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი წვლილი შევიტანოთ აფხაზ თანამემამულეებთან ურთიერთობის აღდგენასა და ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებაში. ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს." - აღნიშნა რწმუნებულმა.