შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ სიმონ გულედანმა კასპის მერის მოადგილესთან ზურაბ კოპაძესთან ერთად კასპში 9 აპრილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაათვალიერა. ამჟამად მიმდინარეობს ასფალტის დაგება და ასევე, ეზოებში შესასვლელების მოწყობა. ჯამში, ქუჩის სიგრძე 574 გრძივი მეტრს შეადგენს.