Logo

გორში ქალაქის სახალხო დღესასწაული „გორის დღე 2024“ აღინიშნა

14 ოქტომბერი 2024

საზეიმო ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ასევე, ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ გორთან დამეგობრებული პოლონეთის ქალაქების, ოჟიშისა და ბიალისტოკის წარმომადგენლები.
 
გორელებს და ქალაქის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე წარმოებული პროდუქცია დაეთვალიერებინათ და დაეგემოვნებინათ. გარდა ამისა, მოეწყო გორის მუნიციპალიტეტის სოფლების კუთხეები, სადაც გაცოცხლებული იყო ადგილობრივი კულტურა, სამზარეულო და ტრადიციები.
მოედანზე შეკრებილ სტუმრებს სახლემწიფო რწმუნებულმა "გორის დღე" მიულოცა.
 
,,ჩემო ძვირფასო გორელებო და ჩვენი ქალაქის სტუმრებო, მინდა მოგილოცოთ ქალაქის დღესასწაული. ჩემთვის პატივია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა. ჩვენს ქალაქს დიდი ისტორია აქვს, ოდითგანვე იყო და არის კულტურულ-საგანმანათლებლო კერა და ქვეყნის მასშტაბით უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ცენტრი. გორი და გორის მუნიციპალიტეტი გამორჩეულია ისტორიული და ტურისტული ადგილებით, შემოქმედებით, კულტურით და რა თქმა უნდა, ადამიანებით. ჩვენყოველდღიურ რეჟიმში კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ერთ-ერთი მოწინავე, ეკონომიკურად განვითარებული და ძლიერი ქალაქი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ქალაქის დღესასწაულს.“ - აღნიშნა ლევან ხარაბაძემ.
 
შეკრებილებს, ასევე სიტყვით მიმართეს და მიულოცეს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ, გორის მუნიცპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა, გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ.
ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდა, მაყურებლის წინაშე ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ნართებ“ და ჯგუფი ,,ურსა“ წარსდგნენ.