Logo

ავტობანის ახალი მონაკვეთი გაიხსნა

10 ოქტომბერი 2014

რუისი–აგარის სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე საერთო ჯამში 19 კილომეტრია. პროექტის ღირებულება 70 მილიონი ლარს შეადგენს და დონორი ორგანიზაცია მსოფლიო ბანკია. სამუშაოებზე 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათგან 70% ადგილობრივი მცხოვრებია, რომელთა დიდი ნაწილი მიმდებარე სოფლების მოსახლეობაა. პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულგზაზე ორდონიანიგადაკვეთების მოწყობას, სადაც 5 გზაგამტარიდა 3 სახიდეგადასასვლელი აშენდება. რუისი–აგარის მონაკვეთის მშენებლობის შედეგად, გაუმჯობესდება მონაკვეთზე საგზაო ქსელი, მოხდება მისი მოდერნიზებადა თანამედროვე სტანდარტებთან გათანაბრება, ასევე, გაიზრდება ავტოტრანსპორტის ნაკადის გამტარუნარიანობა და მოძრაობის უსაფრთხოების დონე. E60 ავტომაგისტრალის რუისი-აგარის დარჩენილ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში გრძელდება, მშენებლობა სრულად 2015 წელს დასრულდება. მიმდინარე წლის ბოლომდე რუისი–აგარის მონაკვეთზე 11კილომეტრი ახალი გზაც გაიხსნება, ასევე დასრულდება ქუთაისის შემოვლითი 32 კმ. გზის მშენებლობა.