Logo

სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა

15 ოქტომბერი 2014

შეიქმნება დარგობრივი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც თითოეულ მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, პრიორიტეტების განსაზღვრასა და შესაბამისი პროექტების შემუშავებაში მიიღებენ მონაწილეობას. სამუშაო ჯგუფები ინფრასტრუქტურის განვითარების, განათლებისა და კულტურის, ასევე გარემოს დაცვის კუთხით იმუშავებენ. დებულების თანახმად, სამხარეო – საკონსულტაციო საბჭო წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით შეიკრიბება.