22 ოქტომბერი 2014
დღეს სოფლის მოსახლეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, გუბერნატორის მოადგილეები გიორგი თოთლაძე და გურამ მაჭარაშვილი და გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი შეხვდნენ, აღნიშნულ საკითხზე გაესაუბრნენ და ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს. სოფელ ახალსოფლის გაზიფიცირება 2015 წლის გაზაფხულზე იყო დაგეგმილი. მხარის რწმუნებულის ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით ეს პროექტი 2015 წლის იანვრის თვეში განხორციელდება, რის შესახებაც დღეს მოსახლეობა დეტალურად იქნა ინფორმირებული.