03 ნოემბერი 2014
2 ნოემბრის მონაცემებით, შპს ,,ნატურალ 7’’-მა ფერმერებისგან 5 ათას 557 ტონა ვაშლი ჩაიბარა, სუბსიდიის სახით საწარმო 444600 ლარს მიიღებს. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებაში მონაწილეობას შიდა ქართლის ხუთი საწარმო იღებს: შპს ,,გეოფრუტი’’, შპს ,,ნატურალ 7 ‘’, შპს ,,ბიოჯუსი’’, შპს ,,სამეგობრო’’, და შპს ,,ჯეოკონცენტრანტი’’. ხოლო რაჭაში ‘’გეო ფლაუერი’’. 2 ნოემბრის მდგომარეობით, ჯამში საწარმოებში ფერმერებმა 26 ათას 100 ტონა ვაშლი ჩააბარეს. პროექტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 10 თეთრად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 1კგ არასტანდარტულ ვაშლზე 8 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტის ბიუჯეთი 3 000 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტის განხორციელება საქართველოში მეხილეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.