13 ნოემბერი 2014
ამ სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში მიმდინარეობს კონკრეტული სამუშაო ჯგუფების მიერ პროექტების წარმოდგენა, ამ პროექტების განხილვა და მათი შეფასება. შესაბამისად მოხდება პროექტების შერჩევა და პრიორიტეტების მიხედვით რანგირება. ის პროექტები, რომლებსაც სამუშაო ჯგუფები წარადგენენ გაიფილტრება და საბოლოოდ პრიორიტეტები რეგიონის განვითარების სტრატეგიულ გეგმაში აისახება. ,, ამ სამუშაო შეხვედრების შემდეგ გადაწყდება, თუ რომელი პროექტის ასახვა უნდა მოხდეს საბოლოოდ რეგიონის განვითარების სამოქმედო გეგმაში. ასევე გადაწყდება რა ტიპის პროექტებს მიენიჭება პრიორიტეტი’’,- ამბობს შიდა ქართლის გუბერნიის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ამირან შავშიშვილი.