Logo

შიდა ქართლის გუბერნატორმა ,,ქართლის ღვინის ფესტივალისათვის” მზადება დაიწყო

05 მარტი 2013

უმასპინძლა. შეხვედრა ორი ძირითადი საკითხის განხილვას მიეძღვნა: ადგილობრივ მეღვინეთა ასოციაციის ჩამოყალიბება, რომელიც ღვინის წარმოებასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო საკითხებთან ერთად მევენახეებს ხარისხის კონტროლის, ღვინის ბრენდირებისა და რეალიზაციის პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება და ქართლის ღვინის ყოველწლიური ფესტივალის ჩატარება. „ღვინის კლუბის“ წარმომადგენლის, იაგო ბიტარიშვილის, აზრით, აღნიშნული ინიციატივა უძველესი ყურძნის ჯიშების გადარჩენას, ადგილობრივი წარმოების გამოცოცხლებასა და ქართლის ღვინის ადგილობრივ ბაზარზე დაბრუნებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. შეხვედრის მეორე ნაწილი გორში ღვინის ფესტივალის ჩატარების დეტალებზე მსჯელობას დაეთმო. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზება ღვინის კლუბის წარმომადგენლებთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტომ და ახლად ჩამოყალიბებულმა ასოციაციამ ითავა. ქართლის ღვინის ფართომასშაბიანი ფესტივალის ჩატარება მაისის თვეში ქალაქ გორში, ახლადრეაბილიტირებული ციხის უბანში, დაიგეგმა. „მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინიციატივას ყველა აქტიურად აუბამს მხარს, რადგან იგი მთლიანად რეგიონისთვისაა საინტერესო და არა - რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისთვის. ფესტივალის წარმატებისათვის აუცილებელია მუნიციპალიტეტებთან და პოლიციასთან აქტიური თანამშრომლობა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფესტივალი ჩვენთვის ყველასთვის სასიამოვნო თანამშრომლობის საკითხი იქნება. ვაპირებ, უახლოეს მომავალში დავიწყო ამ საკითხების კოორდინირება მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობებთან,“ - განაცხადა გუბერნატორმა.