03 დეკემბერი 2014
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2013 წელს საქართველოს მასშტაბით დევნილთა 12 კომპაქტურ დასახლებაში განახლდა სახელოვნებო წრეების ფუნქციონირების პროექტი (წეროვანი, შავშვები, კარალეთი, კოდა, ახალსოფელი, სკრა, გორი, ხაშური წილკანი, მოხისი, მეტეხი, თელიანი). სახელოვნებო სკოლებში დევნილი ბავშვები უფასოდ ეუფლებიან ხელოვნების დარგებს: ქართულ ფოლკლორს, ქორეოგრაფიას, ხალხურ სიმღერას, ფორტეპიანოს, ხალხურ საკრავებს, ხეზე კვეთას, ხატვას, საესტრადო სიმღერას და ა.შ. პროექტში დასაქმებულია 73 დევნილი პროფესიონალი პედაგოგი. უფასო სწავლებას 1500-მდე მოსწავლე გადის.