Logo

ქალაქ გორის #16 საბავშო ბაგა-ბაგში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

08 დეკემბერი 2014

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი - ელგუჯა ხოკრიშვილი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე -ილია ელოშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე -შომბი შარპი, შიდა ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი თოთლაძე, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და ქალაქ გორის საკრებულოს თავჯდომარე პაპუნა კობერიძე. განხორციელებული პროექტები ხელს უწყობს ადგილობრივ თვითმმართველობებს, ამ შემთხვევაში თვითმმართველი ქალაქ გორის მერიას, გააუმჯობესოს მისი ენერგეტიკული უსაფრთხოება, შეამციროს დამოკიდებულება წიაღისეულ საწავავზე, შეამციროს სათბური აირების ემისიები და გააუმჯობესოს საკუთარი მოქალაქეების ცხოვრების დონე. აღნიშნულიდან გამომდინარე მომზადდა ენერგოაუდიტი N:16 ქ.გორის საბავშო ბაღისათვის, რომლის საფუძველზეც შენობის შიდა კომფორტის გაუმჯობესების, ენერგორესურსების დაზოგვისა და სათბური აირების შემცირების მიზნით განხორციელდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები: - შეიცვალა კარ-ფანჯარა ორმაგი შემინვის მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯრებით; - შეშის ღუმელი ჩაანაცვლეს გაზის გამათბობლით; - უშუალოდ ბენეფიციარებისათვის გაუმჯობესდა შენობის შიდა კომფორტი და საცხოვრებელი პირობები; - საბავშო ბაღის მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ჩაუტარდათ საინფორმაციო სემინარი ,,მერების შეთანხმება,, კლიმატის ცვლილებებისა და განახლებადი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შესახებ. ქ.გორის N:16 საბავშო ბაგა-ბაღი შეძლებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს საყოფაცხოვრებო პირობები ბენეფიციარებისთვის და ყოველწლიურად დაზოგოს 85550 კვტ.სთ ენერგია: ასევე შეამციროს საკუთარი დანახარჯები ენერგორესურსებზე საბაზისო ხარჯებთან შედარებით და შეამციროს CO2ემისიების 17 ტ-ით წელიწადში. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ქალაქ გორმა ხელი მოაწერა ,,მერების შეთანხმებას,, რითაც აიღო ვალდებულება ქალაქის ტერიტორიაზე 2020 წლისათვის 20%-ით შეამციროს ემისიები სხვადასხვა განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვით.