22 დეკემბერი 2014
კასპში, ყოფილი საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) დაფინანსებით განახორციელა. სამუშაოების საერთო ღირებულება 4.043. 674, 44 ლარია. პროექტის ფარგლებში 113 საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია მოხდა. აქედან 37 ერთოთახიანი, 52 ოროთახიანი, 24 სამოთახიანი, მათ შორის რამდენიმე ბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებულია. პროექტის განმავლობაში მშენებლობაზე 170 ადამიანი დასაქმდა, აქედან 50% ადგილობრივი მოსახლე იყო. აღსანიშნავია, რომ ყველა საცხოვრებელს გააჩნია ინდივიდუალური სააბაზანო და საპირფარეშო, რომელიც სრულად არის აღჭურვილი. სამზარეულოებში დამონტაჟდა წყლის გამათბობლები, ასევე, დაიდგა კარმის ტიპის გაზგამათბობელი. ეზოში მოწყობილია სათამაშო ატრაქციონი, ასევე, მოეწყო ავტომანქანებისთვის სადგომი. დამონტაჟდა გარე განათებების ქსელი და დეკორატიული სანათები.