22 დეკემბერი 2014
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის, როგორც მარეგისტრირებული და აღმრიცხავი ორგანოსთვის, მნიშვნელოვანია სრულყოფილი მონაცემთა ბაზის არსებობა, მონაცემთა მაღალი ხარისხი და მაღალი ხელმისაწვდომობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაარქივების პროცესი, რაც გულისხმობს არსებული ქაღალდის დოკუმენტების ელექტრონულ ფორმატში გადატანას, ეს კი მომხმარებელს რეგიონში რეგისტრაციის განხორციელების შესაძლებლობას ნებისმიერი ადგილიდან მისცემს. 2017 წელს არქივირების პროცესი მთლიანად დასრულდება, ამჟამად კი სააღრიცხვო ბარათი ელექტრონული სახით სრულად არის დაარქივებული 15 რაიონში, ნაწილობრივ - 17 რაიონში, ხოლო 32-ში არქივირება არის პირველადი სახით. შეხვედრის მონაწილეებმა 2015 წლის გეგმებზეც ისაუბრეს. მომავალი წლიდან საქართველოს მასშტაბით იმუშავებს საჯარო რეესტრის 9 რეგიონული სამსახური, მათ შორის, 1 ცენტრალიზებული ოფისი და 51 ფილიალი, სადაც მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი იქნება როგორც ინფორმაცია, ისე განცხადების ჩაბარება: ასევე, 13 იუსტიციის სახლი, 18 სოფლის სახლი, 331 ავტორიზებული პირი (ძირითადად, ბანკები და ნოტარიუსები), რომელთაც, თავის მხრივ, აქვთ 750 წერტილი, სადაც შესაძლებელია განცხადების გატარება.