Logo

კასპში მინი ფეხბურთის მოედანი გაიხსნა

24 დეკემბერი 2014

,,სპორტული მოედანი, რომელმაც ბავშვები უზომოდ გაახარა, მართლაც საახალწლო საჩუქარია, არავინ იცის ამ მოედანზე მოვარჯიშეთაგან ვინ გახდება დიდი ფეხბურთელი, მაგრამ ჯანმრთელი ცხოვრების წესი და ქუჩიდან მოცილება მათ ჩამოყალიბებაში ნამდვილად შეუწყობს ხელს“- აღნიშნა გოჩა გოჩიტაშვილმა და მადლობა გადაუხადა შპს ,,ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯია’’-ს ხელმძღვანელობას ასეთი საჩუქრისათვის. მოედნის გასწვრივ შპს ,,ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯიას’’ მიერ მიმდინარეობს სკვერის მოწყობა და კედლების ბავშვებისათვის საყვარელი სურათებით მოხატვა, რაც უახლოეს მომავალში დასრულდება. სკვერში ასევე, განთავსებულია ბავშვთა სათამაშო ატრაქციონები.