25 დეკემბერი 2014
2014 წელს სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა საგზაო ინფრასტრუქტურას, წყალმომარაგებისა და წყალკანალიზაციის სისტემას, სარწყავ არხებს, ტურისტულ და კულტურულ ძეგლებს, მოწესრიგდა ნაგავსაყრელები; განხორციელდა სტიქიის შედეგების სწრაფი ლიკვიდაცია და მასშტაბური ნაპირსამაგრი სამუშაოები; აშენდა იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი კორპუსები; ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული ამბულატორიები. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ სხვა პროექტებზეც. ანგარიშის პრეზენტაციასდაესწრო მხარის რწმუნებული ზურაბ რუსიშვილი, ქალაქ გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი, საქართველოს მთავრობის წევრები, სხვა რაიონებში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორები და თვითმმართველი ქალაქის მერები, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.