Logo

სოფელ თამარაშენში გაზიფიცირება დასრულდა

31 დეკემბერი 2014

სოფელი თამარაშენი ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გაზიფიცირდა. სოფლის სრული გაზიფიცირებისათვის მოეწყო 10 კილომეტრამდე საშუალო და დაბალი წნევის გაზსადენი, თითოეულ ოჯახში დამონტაჟდა ბუნებრივი აირის აღრიცხვის კვანძი, რის შედეგადაც თამარაშენში მცხოვრები 206 ოჯახი ბუნებრივ აირს მოიხმარს. პროექტის ფარგლებში ქარელის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები უკვე დასრულებულია ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 14 სოფელში: ფცა, ქვემო შაქშაქეთი, ავლევი, კნოლევი, ცერონისი, ჭვირნისი, კოდა, გულიკაანთკარი, ატოცი,დვანი, თამარაშენი, ღორიეთი და აბანო. სულ გაზიფიცირდება 1 802 კომლი, სამუშაოებზე დაიხარჯა 2 მლნ 300 ათას ლარზე მეტი. საქართველოს მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტი 2014 წელს დაიწყო.პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19 მლნ ლარი გამოიყო. გაზიფიცირების სამუშაოები ტარდება გორის , კასპის , ქარელის , ხაშურის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 58 სოფელში. სოფლების სრული გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და 58 სოფლის 13 000 ოჯახი ბუნებრივ აირს მიიღებს. სოფლის მოსახლეობას ბუნებრივ აირს სახლებში უფასოდ მიუყვანენ. გაზიფიცირების სამუშაოებს საქართველოს გაზისა და ტრანსპორტირების კომპანია კონტრაქტორ კომპანიებთან ახორციელებს.