13 იანვარი 2015
ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა ეპარქიის სასწავლებლებისა„ და რეგიონის 16 საჯარო სკოლის მოსწავლეები. ფესტივალის ფარგლებში, გიმნაზიის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, ხატვის კონკურსის მოწყობა და სკოლების თვითშემოქმედებითი ჯგუფების მიერ შექმნილი ნამუშევრების წარდგენა. ასევე მოისმინეს მოსწავლეთა საკონფერენციო მოხსენებები. საღამოს ესწრებოდნენ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი, სასულიერო პირები და საპატრიარქოს წარმომადგენლები, მოსწავლეები და მათი მშობლები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია.