Logo

,,მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი’’ დაიწყო

12 თებერვალი 2015

,,მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის’’ ფარგლებში წინასწარი მონაცემებით დახმარებას შიდა ქართლის 74 ათასზე მეტი ბენეფიციარი მიიღებს, აქედან ხვნის ბარათს 49 695 ფერმერი. ,,მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში’’ წელს 800 ათასი ფერმერი მიიღებს მონაწილეობას და მისი ბიუჯეტი 50 მილიონ ლარს შეადგენს. სახნავი მიწებისა და ბარათების დარიგების არეალი გაფართოვდა და მას დაემატა ქუთაისს, ფოთსა და რუსთავს შემოერთებული სოფლები. მთავრობის ინიციატივით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი 2013 წელს დაიწყო. წელს სამწლიანი პროგრამის ბოლო ეტაპია. სამთავრობო პროგრამა სოფლად მაცხოვრებლების ფერმერულ მეურნეობად ჩამოყალიბების მიზნით მათ ხელშეწყობას ითვალისწინებდა. გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ფერმერები დახმარებას შეცვლილი სახით მიიღებენ. · ბენეფიციარები, რომლებსაც გააჩნიათ 0.25 დან 1.25 ჰექტრის ჩათვლით სახნავი მიწის ფართობი, მიიღებენ მხოლოდ ხვნის ბარათს, 1 ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით. · ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში აქვთ 0.25 მდე მიწის ფართობი წელს ისარგებლებენ 50 ლარიანი აგრო ბარათით. · ბერეფიციარები, რომლებიც 0.25 დან 1.25 ჰ.ს ჩათვლით მიწის ფართობს იყენებენ მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის მიიღებენ 1 ჰ.ზე 140 ლარის ოდენობის სასოფლო სამეურნეო საქონელს. ნიადაგის ხვნის სამუშაოებს შპს ,,მექანიზატორი’’ და კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფს. კონტრაქტორი კომპანიების რეგისტრაცია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში უკვე დაწყებულია. ,,აგრო ბარათით’’ მომსახურებას ფერმერებს წელსაც ლიბერთი ბანკი გაუწევს. პლასტიკური ბარათით ფერმერს შესაძლებლობა ექნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის შეძენა (სასუქები, სათესლე, სანერგე მასალა, მცენარეთა მოვლის საშუალებები) ნაწილ-ნაწილ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიმწოდებლისგან მიიღოს. ,,მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი’’ თებერვლიდან დაიწყება და 1 დეკემბერს დასრულდება.