24 თებერვალი 2015
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, ახალი რეგულაციების მიხედვით, მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა ექნება პროექტების განხორციელების შედეგად დარჩენილი ფულადი ნაშთები გააერთიანოს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტებში დამატებით პროექტის დასაფინანსებლად მიმართოს.