Logo

ანდრო ბარნოვი: "რეგიონული განვითარების სტრატეგიისადმი მთავრობის ზერელე მიდგომა მიუღებელია"

22 მაისი 2013

შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, სამხარეო მუნიციპალიტეტების გამგებლები და თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბარნოვის თქმით, რეგიონული განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა ძალიან დაჩქარებულად და გაუაზრებლად ხდება, რაც მთავრობის ზერელე მიდგომაზე მეტყველებს. "იმის გამო, რომ ვიღაცას პოლიტიკურად ეჩქარება, ამ დოკუმენტისს მიღება არ უნდა დავაჩქაროთ. საუბარია რეგიონის განვითარების სტრატეგიაზე, რომელშიც უნდა ჩაიდოს ასეულობით მილიონი. ამ დოკუმენტის შემუშავება აუცილებლად მშვიდ რეჟიმში და ძალიან აკადემიურად უნდა მოხდეს. ჩვენ უნდა გვქონდეს ჩამოყალიბებული მყარი ხედვა ეკონომიკური, ინფრასტუქტურული, სოციალური თუ გარემოს დაცვის სფეროების გათვალისწინებით და უნდა გვქონდეს გააზრებული რას ვაკეთებთ, როგორ ვვითარდებით და საით მივდივართ. სამწუხაროდ, დღეს სამინისტროს წარმომადგენლებისგან უცნაური მიდგომა მოვისმინე, რომ მათაც ეს დოკუმენტი არ მოსწონთ, მაგრამ არ არის აუცილებელი ის იყოს სრულყოფილი, ან კარგი, მთავარია რომ უცებ მივიღოთ, მასზე კი მერე გავაგრძლებთ მუშაობას და დაიხვეწება. ასეთ მიდგომას მე ვერანაირ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები და არც ჩემი ხელმოწერა ექნება არც ერთ დოკუმენტს, რომლისაც არ მჯერა. ჩემი თხოვნა, მოთხოვნა და მოწოდება დღევანდელი მთავრობის და სამინისტროს წარმომადგენლების მიმართ არის ის, რომ არ ავჩქარდეთ, სჯობს, კარგად ჩამოვყალიბდეთ და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. რეალურად, დღეს განვითარების სტრატეგია არ არის, მარტში კი უნდა არსებობდეს რაღაც განსახილველი დოკუმენტი. მე ვამბობ, რომ ეს არის შეუძლებელი. ვაპირებ ძალზე აქტიურად ჩავერთო ამ პროცესში, შევქმნა ჩამოყალიბებული სტრუქტურა, რომელიც ამ დოკუმენტზე იმუშავებს და იმის უზრუნველყოფასაც მოვახერხებ, რომ ამ პროცესში ექსპერტები, თვითმმართველობების და საზოგადოების წარმომადგენლები ჩავრთო პოლიტიკური ნიშნის მიუხედავად. ვაპირებ ეს საკითხები ჩემს კოლეგა გუბერნატორებთან ერთადაც განვიხილო და რეალურად მივიღოთ ისეთი დოკუმენტი, რომელიც სჭირდება ხალხს და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას", -განაცხადა ბარნოვმა.