13 მარტი 2015
ობიექტზე, ამ დროისთვის 2.5 კმ-ზე უკვე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, ასევე მიმდინარეობს გაბიონების, წყალგამტარი მილების, კიუვეტებისა და ქვიშა-ხრეშოვანი საფუძვლის მოწყობა. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში კი მთლიან მონაკვეთზე დაგეგმილია ასფალტ-ბეტონისსაფარის დაგება, საყრდენი კედლების, გვერდულების, წყალგამტარი მილების, ავტობუსის გაჩერების და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები. აღნიშნული გზა ერთმანეთთან 5-ზე მეტ სოფელს დააკავშირებს. პროექტის ღირებულება 5 მილიონ 194 ათას ლარს შეადგენს და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ობიექტზე 90 ადამიანია დასაქმებული.